პუბლიკაციები
პოლიტოლოგი ვადიმ კარასევი: „თანამდებობებს ახლო მომავალში ზღულაძე და კვიტაშვილიც დატოვებენ“

1-karasev-samart-1-analitსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. უკრაინის გლობალური სტრატეგიის ცენტრის ხელმძღვანელი ვადიმ კარასევის განცხადებით, უახლოეს მომავალში უკრაინაში საქართველოს ყოფილი მოქალაქეების, უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე ზღულაძის, ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილისა და ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი აივარას აბრამავიჩუსის გადადგომასაც უნდა ველოდოთ.

ვვარაუდობ, რომ დიდხანს ვერც კვიტაშვილი, აბრამავიჩუსი და ზღულაძე გაძლებენ. მათი რეფორმებისთვის თანხას არავინ გამოყოფს. ახლა უკრაინაში ყველაფერი არეულია და ინტერესთა დიდი კონფლიქტია“, - განაცხადა ვადიმ კარასევმა.

შეგახსენებთ, რომ ამას წინათ უკრაინაში იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე ჯაბა ებანოიძემ დატოვა. ამასთან, უკრაინის უმაღლეს რადაში სახალხო დეპუტატებმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნა შეიტანეს.