პუბლიკაციები
„ჩვენთვის საინტერესოა, რა მექანიზმები იყო პოლიციაში, პროკურატურაში, საჯარო სამსახურებში, სასამართლოში. რამდენად ეგუებოდა ხალხი დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას.
სერიალში აისახება ქართული საზოგადოების ათწლიანი ეპოქა, მისი სახე, ჩვენ საქართველოში ფაშისტურირეჟიმის დაბადების მომსწრენი გავხდით. მე ამისი უამრავი დამადასტურებელი საბუთი მაქვს. ორი თვის განმავლობაში უამრავი ადამიანი ჩავწერეთ, მოვიძიეთ ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი, ვაგროვებდით ამ ბოროტების არქივს, რასაც საქართველოში ცალკეული მოქალაქეებისა თუ მოქალაქეების ჯგუფების მიმართ სჩადიოდნენ. იმ დროისთვის, როცა ''ჯიდიესისგან'' შემოთავაზება მივიღე, პრაქტიკულად, მასალები მზად მქონდა",- აცადებს, კერძოდ, ხაინდრავა.