პუბლიკაციები
მსახიობი ქეთევან კიკნაძე ინგა გრიგოლიას საჯაროდ მიმართავს

1-kiknaZe-sazog-2-analitსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძ მეუღლე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას საჯაროდ მიმართავს.

ქალბატონო ინგა! გთხოვთ ეს წერილი წაიკითხოდ საჯაროდ! თქვენს გადაცემაში იყო შეკითხვა: დასავლეთი თუ რუსეთი! ხალხმა იმიტომ გაიხედა რუსეთისკენ, რომ იგრძნეს როგორ ვკარგავთ ეროვნულობას... მე არა ვარ წინააღმდეგი არცერთი სხვა ეროვნების, შემიძლია ზრდილობიანად უთხრა მობრძანდი დაბრძანდი, მაგრამ სხვა რა საერთო უნდა გამოვნახო მათთან? ერთმორწმუნე რუსეთთან კი საერთოს გამონახვა ადვილია. ამერიკას ერი არ ჰყავს და არც უნდათ რომ სხვაგან ნახონ... ნაწილი ქვეყნის ამერიკის არის და ნაწილი რუსეთის, რომელმაც ქვეყნის კეთილდღეობას ხელი შეუწყო და კულტურა შემოგვინახა... ყველა აგენტი რომ გონიათ, ეს ხომ უკვე წიკებია და სხვა არაფერი... დროა გავაანალიზოთ ყველაფერი, ბრძოლით და ხიშტით დავა არ გადაწყდება”, - წერს, კერძოდ, ქეთევან კიკნაძე.