რელიგია
საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა და პირველმა ლედი მარგიტ ფიშერმა მცხეთაში ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერეს.
ავსტრიის დელეგაციასთან ერთად მცხეთაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.ავსტრიის პრეზიდენტმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაჯამა და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.