პუბლიკაციები
„მე არაფერი ვიცი ამგვარ განცხადებებსა ან გადაწყვეტილებებზე რუსეთის მიმართ მოთხოვნასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს წვდომა ტერიტორიაზე, როგორც თქვენ ბრძანეთ, „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“. ასეთი მე არ ვიცი“, - განაცხადა ლავროვმა იმ კითხვის პასუხად, მზად არის თუ არა რუსეთი, დაეხმაროს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სიტუაციის მონიტორინგის ჩატარებაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
„ვიცი, რომ კავკასიაში არის ორი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა სააკაშვილმა დანაშაულებრივი ბრძანება გასცა, გამოეყენებინათ შეიარაღებული ძალები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. და ეს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო - რეალობაა, აღაირებული არიან რუსეთის მიერ, ისინი ჩვენი მოკავშირეები არიან“, - განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა.