პუბლიკაციები
ერაყში ომი ჩემი შეცდომა იყო - ჰილარი კლინტონი

1hilar-zar-2-anსაქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტობის კანდიდატმა და აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სინანული გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ნიუ იორკის შტატის სენატორობისას ხმა მისცა ერაყში შეჭრას 2002 წელს. კლინტონმა ამ გადაწყვეტილებას „შეცდომა“ უწოდა.

ვიცი, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების წინაშე ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ერაყთან დაკავშირებით ბევრი საკითხი იდგა. მე ნათლად მივანიშნე, რომ შეცდომა დავუშვი - აი ასე, იოლად და უბრალოდ. ამის შეახებ ჩემს წიგნშიც დავწერე და არაერთელ გამიმეორებია ეს წარსულში“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა 19 მაისს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ქალაქ სიდარ-ფოსში, აიოვას შტატში.