პუბლიკაციები
„თავს უფლებას ვერ მივცემთ, დრო პოპულიზმზე დავხარჯოთ“ - გია გეწაძე

1gecaZe-zar-1-anსაქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. ყველა ცვლილება იუსტიციის სამინისტროში, რომლებიც საქართველოდან რეფორმატორების გუნდისა და უწყების ხელმძღვანელობის მიერ იყო დაგეგმილი, დღეს ცხოვრებაში ხორციელდება. ჯაბა ებანოიძის მაგალითი კი, რომელმაც ამ დღეებში გუნდი დატოვა, მოწმობს იმაზე, რომ ყველა არ არის მზად, იმუშაოს კონსტრუქციულად და იყოს მოქნილი დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებისას. ამის შესახებ სამშაბათს ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და სამინისტროს რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელმა გია გეწაძემ განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინა დღეს ცვლილებების ისეთივე რთულ გზას გადის, როგორიც თავის დროზე საქართველომ განვლო. „ხელისუფლების ძველი საბჭოთა სისტემა და კორუფცია ქვეყანას აზარალებდა. თუმცა, ჩვენ შევძელით წარმატებით გაგვეტარებინა რეფორმები, რომლებმაც კარდინალურად შეცვალა სიტუაცია. ღირსების რევოლუციის შემდეგ ჩვენ ვესტუმრეთ უკრაინას და დახმარება შევთავაზეთ ცვლილებების დანერგვაში, რომლებმაც დაადასტურა თავისი ეფექტიანობა საქართველოში. იუსტიციის სამინისტრო მაშინვე გამოეხმაურა ჩვენს წინადადებას და ჩვენ მუშაობა დავიწყეთ რეფორმების პაკეტზე“, - აღნიშნა გეწაძემ.

მან ასევე დასძინა, რომ ყველა რეფორმა, რომლებიც განიხილებოდა გასული წლის გაზაფხულიდან ახლა ცხოვრებაში ხორციელდება.