უცხოეთი
საქართველოს პრეზიდენტმა დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდა იმ იმედით, რომ ისინი „შედეგს გამოიღებს და დასავლეთელი პარტნიორები კიდევ უფრო მეტად კონსოლიდირდებიან დამოუკიდებელი ერების არჩევანის თავისუფლების დასაცავად“

1hainc-zar-3-anსაქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორშაბათს, ავსტრიელ კოლეგა ჰაინც ფიშერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დასავლეთელ პარტნიორებთან საუბრისას მუდამ ამბობს, რომ „რუსეთი თავის მეზობლებს აღიქვამს ქვეყნებად, სადაც მას პრივილეგირებული ინტერესები აქვს“.

ეს ინტერესები ხორციელდება სამხედრო ძალით, რაც მიუღებელია არა მარტო საქართველოსა და უკრაინისათვის, არამედ ხელს უშლის სტაბილურობას მთელ ევროპაში“, - განაცხადა მან. 21-22 მაისს რიგაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გამართვასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ „ჩვენ უნდა შევძლოთ არ შევიდეთ იმ პარადიგმაში, რომელიც რუსეთმა შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის შემდეგ, როცა თითქოსდა ქვეყნებს უნდა აერჩიათ - ეთანამშრომლათ ევროპასთან თუ რუსეთთან“.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა არ არის შექმნილი რუსეთის წინააღმდეგ. „ძლიერი ეკონომიკური და სტაბილური მეზობლები ხელსაყრელია არა მარტო ევროპის, არამედ რუსეთისთვისაც“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან აღიარა, რომ სანქციებით გამოწვეული რუსეთის ეკონომიკური პრობლემები ნეგატიურად აისახა მისი ქვეყნის ეკონომიკაზეც.

თუმცა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სანქციები შედეგებს მოიტანს და ჩვენი დასავლეთელი პარტნიორები კიდევ უფრო მეტად კონსოლიდირდებიან დამოუკიდებელი ერების არჩევანის თავისუფლების დასაცავად“, - განაცხადა მან.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე რიგაში მიღებული იქნება მკაფიო გადაწყვეტილება ევროპაში საქართველოს ინტეგრაციისთვის“, - აღნიშნა მან.