უცხოეთი
საქართველო თავისი ხარჯით ანტიტერორისტულ ოპერაციაში დაჭრილ უკრაინელ მოხალისეებს გამოაჯანმრთელებს

1ato-zar-2-anსაქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. ანტიერორისტული ოპერაციის 20 დაჭრილი მებრძოლი ტერნოპოლშჩინიდან საქართველოში სარეაბილიტაციოდ ჩამოვიდა. ყველა ხარჯი უკრაინელი სამხედროების გამოსაჯანმრთელებლად ქართულმა მხარემ თავის თავზე აიღო. დაჭრილი სამხედროები 15 დღე შავი ზღვის სანაპიროზე ბათუმის მახლობლად დაისვენებენ. აქაურმა სუბტროპიკულმა კლიმატმა, მედიკოსების თქმით, უნდა დააჩქაროს მებრძოლთა გამოჯანმრთელება. ადგილობრივ სანატორმიუმში ერთი დღე-ღამით გაჩერება 2 ათასი გრივნა ღირს.

დაჭრილთა შორის არიან ნაცგვარდიისა და მოხალისეთა ბატალიონის მებრძოლები, რომლებმაც დონბასში ტრავმები, კონტუზიები და სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.