პუბლიკაციები
ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან საქართველოში 2015 წლის აპრილში 24%-ით შემცირდა

1dengi-zar-1-anსაქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. გზავნილები რუსეთიდან 24.7 მლნ დოლარით შემცირდა, აშშ-დან - 1.7 მლნ დოლარით გაიზარდა.

საზღვარგარეთიდან საქართველოში ფულადმა გზავნილებმა 2015 წლის აპრილში 91.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 29.4 მლნ-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გზავნილები რუსეთიდან 2014 წლის აპრილთან შედარებით 24.7 მლნ- შემცირდა და 37 მლნ შეადგინა. 17.4 მლნ დოლარიდან 13.3 მლნ-მდე შემცირდა გზავნილები საბერძნეთიდან, ხოლო გზავნილები აშშ-დან1.7 მლნ-ით გაიზარდა და 8.1 მლნ დოლარს გადააჭარბა.