პოლიტიკა
მთავრობამ პარლამენტს იგნორი გაუკეთა

genmodificirebuliთავრობამ პარლამენტის დავალება არ შეასრულა. პარლამენტმა მთავრობას 9 თვის წინათ დაავალა, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანა, განთავსებასა და მარკირებაზე კანონი მოემზადებინა, მაგრამ მთავრობამ ეს არ შეასრულა. დღეს ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მთავრობას 6 თვეში უნდა წარედგინა პარლამენტისთვის ახალი კანონი, მაგრამ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტის დავალება არ შეასრულა. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა თავი იმით იმართლა, რომ ევროკავშირთან ძირითადი მიმართულებების დამტკიცებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა, ძირითადი სტრატეგია, ერთი თვეა, რაც დამტკიცდა, ამიტომ მთავრობა პროექტზე მუშაობს.
დავით ბაქრაძემ მთავრობის საპარლამენტო მდივან გია ხუროშვილს კიდევ ერთი დავალება მისცა. მთავრობამ წერილობითი ფორმით უნდა წარუდგინოს პარლამენტს, თუ როდის აპირებს მთავრობა პარლამენტის დადგენილების შესრულებას.