შსს-მ 66 ფირფიტა ე.წ. „ბიო“ ამოიღო

საქართველო, 19 მაისი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა
იოანე ა. ახალი ფსიქოაქტიური საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის ბინის ჩხრეკისას 66 ფირფიტა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.