უცხოეთი
საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის საელჩოში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მოსკოვში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდის ვიზიტს და აცხადებენ, რომ ყურადღების ფოკუსში უკრაინის სიტუაცია მოექცევა.
„ველით ამ მნიშვნელოვან ვიზიტს, რომელიც სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერის სოჭში ვიზიტის კვალდაკვალ გაიმართება. ვიქტორია ნულანდი გააგრძელებს მინსკის შეთანხმების შემდგომი ნაბიჯების იმპლემენტაციის განხილვას“, - განაცხადა აშშ-ის საელჩოს პრესმდივანმა რუსეთში უილიამ სტივენსმა.
წინა დღეს ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა გააძლიეროს თავისი მონაწილეობა სიტუაციის დარეგულირებაში აღმოსავლეთ უკრაინაში. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისთან შეხვედრაზე ირწმუნებოდა, რომ მინსკის შეთანხმების შესრულება სურს. „ახლა მთავარია, რომ ეს სიტყვებად არ დარჩეს და ამას კონკრეტული საქმეები მოჰყვეს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.