საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. უკრაინას შეუძლია ნატოს ქვეყნების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, - განაცხადა სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრაზე. მან აღნიშნა, რომ „წარმატებული რეფორმების განხორციელება გადამწყვეტი იქნება უკრაინაში პროგრესის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.
ნატოს ყოფილმა გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უწინ განაცხადა, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრებისათვის, მან უნდა დააკმაყოფილოს რიგი კრიტერიუმებისა, რომელთა რეალიზაციასაც საკმაო დრო დასჭირდება.
ამასთან, ნატო თავის რიგებში არ იღებს ქვეყნებს, რომლებსაც ტერიტორიული დავები აქვთ. უკრაინას კი პრეტენზია აქვს ყირიმზე, რომელიც რუსეთის ნაწილი გახდა მარტში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს 20 წელიწადში უკრაინა ვერ იქნება ნატოს წევრობის პრეტენდენდენტი.
რია ნოვოსტი