საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფების მონახულება დაიწყო
საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. გუშინ თინათინ ხიდაშელი გენერალური შტაბის უფროს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა
ლაშა დავითაძემ უმასპინძლა. მან თავდაცვის მინისტრს სერჟანტთა მომზადების ცენტრის ისტორიის, შესაძლებლობების, სასწავლო პროგრამებისა და ახალი კურსების დანერგვის გეგმის შესახებ ბრიფინგი წარუდგინა.
ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ სტუმრებს ცენტრის ინფრასქტრუქტურული პროექტებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სერჟანტთა მომზადების ცენტრი დაათვალიერეს და შუალედური და სამეთაურო-საშტაბო კურსების მსმენელებს შეხვდნენ.