აქტუალური
საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო–იტალიის ურთიერთობების საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე. „იტალიური ინვესტიცია წარმოადგენს უმსხვილეს ინვესტიციას საქართველოში. მოხარული ვარ, რომ იტალიური კომპანიები ახორციელებენ არაერთ წარმატებულ პროექტს, მათ შორის არის „ფერერო როშერი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მხარეებმა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსთან მომავალი ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე იმსჯელეს და განიხილეს პერსპექტივები, რომლებიც აქტუალურია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან ინტეგრაციისთვის. შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრო.