პუბლიკაციები
Foreign Policy: “ლავროვმა ყინული კარტოფილით გაალღვო“

1-kartofel-zar-3-anსაქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისთან ცარიელი ხელით როდი მივიდა, - იტყობინება Foreign Police. საჩუქარი უძღვნა - პომიდვრითა და კარტოფილით სავსე კალათა. ბევრმა ამაში დაინახა რუსეთის მოუქნელი ქარაგმა ევროპიდან აშშ-ში პროდუქტების მიწოდების ბოიკოტზე, სანქციებზე საპასუხოდ. და მაინც „კარტოფილის დიპლომატია“ უკეთესია, ვიდრე არაფერი, - აღნიშნავს გამოცემა.

წინა დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრა მაშინ გაიმართა, როცა ორ სახელმწიფოს შორის დაძაბულობის გრადუსმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ვაშინგტონი აღშფოთებულია რუსეთის ჩარევით უკრაინის კონფლიქტში, მოსკოვი კი, თავის მხრივ, ფიქრობს, რომ ეს დასავლეთი ერევა მის საქმეებში, - აღნიშნავს გამოცემა.

სერგეი ლავროვმა გადაწყვიტა, რომ ყინულის გალღვობის საუკეთესო საშუალება კარტოფილია, - იტყობინება Foreign Police. ეს საჩუქარი ჯონ ქერის ანალოგიური ჟესტის პასუხი იყო, რომელმაც 2014 წელს პარიზში შეხვედრაზე ლავროვს ორი კარტოფილი აჩუქა აიდაჰოდან.