პუბლიკაციები
უკრაინის რკინიგზამ დეფოლტი გამოაცხადა!

1-defolt-zar-3-anსაქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. უკრაინის რკინიგზამ - „უკრზალიზნიცამ“ კრედიტორებს სახელმწიფო დაწესებულების ტექნიკური დეფოლტის შესახებ განუცხადა, - იუწყება უნიან-ი. „დღეს ჩვენს კრედიტორებს გარკვეულ საკრედიტო ვალდებულებებთან დაკავშირებით ტექნიკური დეფოლტის დაწყების შესახებ შევატყობინეთ. ასევე ვამცნეთ რესტრუქტურიზაციის მიმართულებებისა და მოცულობების თაობაზე, რომლის განხორციელებასაც „უკზალიზნიცა“ 2015 წლისათვის გეგმავს“, - განაცხადა სახელმწიფო მონოპოლიის ხელმძღვანელის მოვალეობების დროებით შემსრულებელმა მაქსიმ ბლანკმა.

მისი თქმით, კომპანია გეგმავს 32 მლრდ გრივნის ოდენობის საშინაო და საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციას უახლოეს ორ თვეში.