აქტუალური
გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულად გია სალუქვაძე დაინიშნა–პრემიერი ღარიბაშვილი გურიის ახალ გუბერნატორს შეხვდა

1-guria-aqtual-2საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურმა მას  წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. გია სალუქვაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ–მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის.

გურიის ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა, არის მეცნიერებათა დოქტორი. იგი დღემდე იკავებდა სს გეს "საქრუსენერგო" გენერალური დირექტორის მრჩეველის პოსტს. არის ყოფილი პოლიტპატიმარი. ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.