რელიგია
საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. 10 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ესპანეთში მოღვაწე არქიმანდრიტი სერაპიონი (გრიგოლიშვილი) და მღვდელმონაზონი მირიანი (შენგელია) დააჯილდოვა.
პატრიარქმა იმ დღესვე რვა გვარი და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დალოცა.
კათალიკოს-პატრიარქის დალოცვას სამების საკათედრო ტაძარში სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძე და რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
უწმიდესმა დალოცა სოფელი ასკანა, ასევე – ტექნიკური უნივერსიტეტის ანსამბლი “მერანი”.