პუბლიკაციები
პოლიციამ ვანდალები არ შეაჩერა და მას შემდეგ მარჯანიშვილის ხიდის მოაჯირის ნაწილი ასე საზიზღრად იყო გათხუპნული. ქალაქის მერი ნარმანია თავს არ იწუხებდა ხიდისათვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად. ეს იმიტომ, რომ მას, სავარაუდოდ, „ნაცების“ რეაქციის ეშინოდა. თუმცა 8 მაისს მარჯანიშვილის ხიდი ქალაქს ისევ პირვანდელი სახით შეხვდა – მერიამ მცირე, მაგრამ მაინც კარგი საჩუქარი გაუკეთა ქალაქს მოახლოებული გამარჯვების დღის წინ. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ამ მცირე საჩუქარს „ნაცებისგან“ გაბეზრებული ხალხის მხრივ უცენზურო რეაგირება დასჭირდა. ყველაფერი ქვემოთ ნაჩვენები ფოტოების მიხედვით ხდება გასაგები, რომლებიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელდა.
ევრაზიის ინსტიტუტი (საქართველო)