გორში „თავისუფალი ზონის“ აქცია დაარბიეს

საქართველო, 11 მაისი,
საქინფორმი. ტელეკომპანია „თრიალეთი“ ავრცელებს გორში გადაღებულ კადრებს, რომელშიც ორგანიზაცია
„თავისუფალი ზონის“ წევრების მიერ ორგანიზებული აქცია დაარბიეს (
ვიდეო იხ. აქ). ფიზიკური დაპირისპირება სტალის სახლ-მუზეუმთან მოხდა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.