შსს-ს პოლიციის ატაშე ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური მედლით დაჯილდოვდა

საქართველო, 11 მაისი,
საქინფორმი. საქართველოს შს სამინისტროს და ბელარუსის შს სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, ბელარუსის შს მინისტრმა
იგორ შუნევიჩმა საქართველოს შს სამინისტროს პოლიციის ატაშე ბელარუსის რესპუბლიკაში
გიორგი მოდებაძე ბელარუსის შსს-ს სპეციალური მედლით დააჯილდოვა.
დაჯილდოვება ბელარუსიის შსს-ს ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში დავით კოტარია, რომელსაც ასევე გადაეცა საპატიო სიგელი ორი ქვეყნის შინაგან სამეთა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.