სამართალი
„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროკურატურას დიმიტრი შაშკინის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმისკენ მოუწოდებს

1-SaSk-samart-1საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს სამართლებრივი მოქმედებების განხორციელება განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მიმართ, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდში, 2009-2012 წლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ასობით დასაქმებული თანამშრომელი გათავისუფლდა.  ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დიმიტრი შაშკინის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლის - იძულების (150), დევნის (156), სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა (332) და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების (333) სავარაუდო დარღვევის ფაქტები იკვეთება.

... მნიშვნელოვანია, ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა პასუხი გასცეს საგანმანათლებლო სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით, არასაიმედოდ მიჩნეული თანამშრომლების დათხოვნის ფაქტებს და აიღოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე გათავისუფლებების მასობრივ შემთხვევებზე, - აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.

ცნობისთვის: 2006-2013 წლებში, კანონის უხეში დარვევით, საჯარო სკოლებიდან და საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან, გათავისუფლდა 70 ადამიანი, ხოლო პოლიტიკური ნიშნით 23 მოქალაქე.