აქტუალური
აკრედიტაცია ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებისთვის „მაღალი დონის პარტნიორობა“

1-akred-aqtual-3საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: 11-24 მაისს ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება მაღალი დონის პარტნიორობა (Noble Partner) ჩატარდება. სწავლება ოფიციალურად 11 მაისს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიხსნება.  მედია საშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან გააშუქონ აღნიშნული ღონისძიება, უნდა გაიარონ აკრედიტაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 6-დან 8 მაისის ჩათვლით 13:00 საათამდე. სააკრედიტაციო ბარათები გაიცემა ღონისძიების დაწყების წინ.

დასწრების მსურველმა მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციის მისაღებად pr@mod.gov.ge -ზე უნდა გამოაგზავნონ შემდეგი მონაცემები:

• სახელი, გვარი

• მედიის დასახელება

• პოზიცია

• ტელეფონის ნომერი

• სამსახურეობრივი მოწმობის ასლი

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 599 74 22 41; 577 19 00 96.