პრემიერმა ღარიბაშვილმა აშშ-ის კონგრესის დელეგაციას, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტის წევრ ჯო უილსონის ხელმძღვანელობით, სამუშაო სადილზე უმასპინძლა
საქართველო, 8 მაისი,
საქინფორმი. საუბრის მთავარი თემა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სამუშაო სადილზე მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების უდიდეს მნიშვნელობას.