აქტუალური
თინათინ ხიდაშელი დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და სამართლიანობის ჯგუფის უფროს დევიდ კლარკსა და სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკ ვილკესს შეხვდა

1Nik-aqtual-2საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის სპეციალური მრჩეველი სტივენ გლოვერიც დაესწრო.

შეხვედრის ერთ-ერთ თემას უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხი წარმოადგენდა. თავდაცვის სფეროში ბრიტანელების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ისინი ნატოს უელსის სამიტის პაკეტის განხორციელების ერთ-ერთ კომპონენტში ლიდერის პოზიციებზე არიან“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

ქართველ მეგობრებს ყველანაირად დავეხმარებით შესაძლებლობის ფარგლებში და გავაგრძელებთ თანამშრომლობას. განვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებიც... მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას და ახალი იდეების რეალიზებას, რომელიც საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში დაეხმარება“, -განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა.