ივანიშვილის სახლთან მორიგი აქცია გაიმართა

საქართველო, 6 მაისი,
საქინფორმი. კიდევ ერთი აქცია გაიმართა გუშინ ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახლთან. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ და დაპირებები შეახსენეს.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად საწარმოების მაკეტებიც მიიტანეს. არასამთავრობოები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.