სამართალი
ირაკლი წერეთელი:“26 მაისს შეიძლება პოლიტიკური სიტუაცია შევცვალოთ საქართველოში!“ - „ნაციონალებმა“ ირაკლი წერეთელი პარტიულ ლიდერად აღიარეს...

1cereteli-samart-2საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. ნაციონალები ირაკლი წერეთლის გარშემო იკრიბებიან და არაა გამორიცხული, მალე იგი ლიდერადაც გამოაცხადონ, დროებით, მიშას ჩამოსვლამდე (იხ. ვიდეო აქ). გთავაზობთ ნაციონალების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერის, ე.წ. პიკასოს კლუბის" წევრის Facebook.com - ზე გამოქვეყნებულ სტატუსს:

მეგობრებო, მაქვს ასეთი იდეა და გთხოვთ სტატუსის "მოწონების" პარალელურად დააფიქსიროთ, თქვენი აზრი ამაზე: იქ, სადაც შიმშილობს ირაკლი წერეთელი და ვისთვისაც მისაღებია და ეთანხმება იმ მოთხოვნებს, რის გამოც ეს კაცი შიმშილობს, გარეთ დავდგათ კარავი და ვისაც როდის გვეცლება, მაშინ მივიდეთ სოლიდარობის ნიშნად, ვისაც შეგვიძლია მორიგეობით ვიყოთ სულ იქ. მე პირადად შემიძლია სოლიდარობის ნიშნად სულ იქ ვიყო (შიმშილობას, მხოლოდ იმის გამო არ დავიწყებ, რომ არ დამწამონ გასახდომად მოიგონაო). ამ აქციის დაწყება შესაძლებელია რამოდენიმე დღეში, ვისაც გაქვთ კარავი, შეგიძლიათ შემომეხმიანოთ“, - წერს მეგი გოცირიძე.