საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. მხარეებმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
„...არ გვსურს, რომ საქართველოს კარგი რეპუტაცია ბოროტად გამოიყენონ ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლებმა... ამიტომ ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რათა კრიმინალებს საქართველოსა და გერმანიაში არავითარი მომავალი არ ჰქონდეთ“, - აღნიშნა, თავის მხრივ, გფრ-ის შს მინისტრმა ტომას დე მეზიერმა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის საშინაო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვოლფგანგ ბოსბახთან. საუბარი ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას, ევროინტეგრაციის საკითხებს და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას შეეხო.
ვახტანგ გომელაური ასევე ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტ ჰოლგერ მიუნხს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე ისაუბრეს.