აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

1naCalnik-aqtual-2საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. გენერალური შტაბის უფროსთან ერთად შეხვედრას აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი და თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ნეჯდეთ ოზელი დაესწრნენ. სამი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო პირებს შორის შეხვედრა თბილისში გამართული სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის გაგრძელებაა, სადაც მხარეებმა სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით შეიარაღებული ძალების გაძლიერების გზებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ოქმს მოაწერეს ხელი.

ვიზიტის ფარგლებში გენერალური შტაბის უფროსი საერთაშორისო მრეწველობის გამოფენას IDEF დაესწრება. რიგით მე-12 გამოფენა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით ორ წელიწადში ერთხელ იმართება.