სამართალი
ბიძინა ივანიშვილი: "ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა იმისკენ, რომ ჩვენი სასამართლო გახდეს სამართლიანი და დაიბრუნოს მოქალაქეების ნდობა"
bidzi-samart-3საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა "GDS" -ის გადაცემა "2030"-ში ეთერში განაცხადა: „ეტალონური ფიგურა გახდა ჩვენი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მოსამართლის ეტალონს დავარქმევდი ქალბატონ ნინო გვენეტაძეს და მის ბიოგრაფიას. ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა იმისკენ, რომ ჩვენი სასამართლო გახდეს სამართლიანი და დაიბრუნოს მოქალაქეების ნდობა და ქალბატონი ნინოს სახით, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პოზიტიური ძვრები ელოდება დღევანდელ სასამართლოს", - აღნიშნა, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა.