სასაზღვრო პოლიციამ თურქეთის დროშით მცურავი გემი „MECIT KAPTAN“-ი დააკავა

საქართველო, 5 მაისი,
საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა თურქეთის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „
MECIT KAPTAN“-ი ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე (ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონის გადაკვეთა) დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის მიმართ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.