აქტუალური
ბიძინა ივანიშვილი: „დღევანდელი მთავრობა ყველანაირად აჩვენებს, რომ არის ხალხის მიერ არჩეული. ხალხს უსმენს – ძალაუფლების წყაროს“

bidzoi-aqtual-3საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 2030"-ში ისაუბრა და იქვე აღნიშნა:

„რა თქმა უნდა, ჰქონდათ შეცდომები, გადაცდომები. დავიწყოთ პრემიებით. ჯანყარაშვილი გავიხსენოთ – გაიგო კაცმა, გამოასწორა. სხვა დანარჩენი – იდეალური მაგალითი – კირვალიძე, ხვედელიძე. კირვალიძე, რომელიც ყველაზე კულტურულად მოიქცა და და დავაბოლოვოთ თუ გნებავთ ყიფიანით... დღევანდელი მთავრობა კარგად აცნობიერებს, რომ ის არის ხალხის არჩეული, ხალხის სამსახურში და ხალხი უხდის ხელფასს. ყველაზე დიდი გადაცდომა, როდესაც მთავრობას ეხატება, პრემიების ჭარბი გამოწერაა... მაგრამ ამაზე კეთდება რეაქციები...
და მიუხედავად იმისა, რომ დომინანტია ის სიცრუის მანქანა, ამ საზოგადოებისთვის ესენი მიუღებელი იქნებიან ძალიან დიდხანს, მიუხედავად მათი ასეთი შეტევისა... მიუხედავად იმისა, რომ მას დაუწესეს ნაცებმა და რუსთავი2–მა „უნიათო მთავრობა“. ნაცვლად ამისა, ეფექტურობით ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას აჭარბებს
“, - აღნიშნა, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა.