აქტუალური
თინა ხიდაშელი: „ეს იქნება ძალიან წარმატებული მინისტრობის პერიოდი. თავდაცვის სამინისტროში მივდივარ იმიტომ, რომ ქართველ ჯარისკაცებს ვემსახურო“
tinaa-aqtual-1საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რა მოლოდინები აქვს საქართველოში პირველ თავდაცვის მინისტრ ქალს. „ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და კაშკაშა მაგალითია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებების, ჩვენი ხელისუფლების დემოკრატიულობის, იმისი, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული მინისტრობის პერიოდი, პირველ რიგში, ქართული ჯარისთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ, როგორც თავდაცვის მინისტრმა, შევძლო ერთი მხრივ, ვემსახურო ქართველ ჯარისკაცებს და მეორე მხრივ, საქართველოს ყველაზე უფრო მთავარ და მნიშვნელოვან ინტერესებს, იყოს ქვეყანა დაცული, უსაფრთხო... მე თავდაცვის სამინისტროში მივდივარ იმიტომ, რომ ქართველ ჯარისკაცებს ვემსახურო", - განაცხადა, კერძოდ, თინა ხიდაშელმა.