პუბლიკაციები
ახალი გავლენიანი საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოში ლალი მოროშკინას ხელმძღვანელობით - თბილისში ქალთა პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართა

1-lali-saz-2-MTსაქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. კვირას, 2015 წლის 3 მაისს, „თბილისის საზღვაო კლუბში“ გაიმართა ქალთა პირველი საერთაშორისო კონგრესი, რომელიც ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოსათვის“ ეგიდით იყო ორგანიზებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, წვიმის შემდეგ სოკოებივით მომრავლებული ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რომლებიც კონკრეტულად გრანტების მისაღებად დასავლური პროექტისათვის არის შექმნილი, სრულიად ახლახან შექმნილი ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოსათვის“ უკვე 3 ათასზე მეტ აქტიურ წევრს ითვლის.  არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი ძალიერი სახელმწიფოსათვის“ დამფუძნებელია ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა, დამფუძნებლები არიან, ასევე, ცნობილი მომღერალი მაია ბარათშვილი, ბიზნეს-ლედი და ჟურნალისტი მარინა სალუქვაძე, ადვოკატი ნანა გოჩელაშვილი და აკადემია „ბიდისის“ ხელმძღვანელი ნათია შათირიშვილი.

 კონგრესის მონაწილეთა მრავალრიცხოვანი აუდიტორია სხვადასხვა სფეროში - ბიზნესში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ჟურნალისტიკაში - წარმატებული „სუსტი სქესის“ წარმომადგენლებისგან შედგებოდა, რომლებსაც ასე მხოლოდ ქალური სილამაზის გარეგნული ნიშნით თუ უწოდებთ. მოტოვირებულები, რომ გადაჭრან საქართველოში მწვავედ მდგარი თანამედროვე ქალების თვითრეალიზაციის პრობლემები, დაიცვან მათი უფლებები, საუბრობდნენ თავისი მიზნების მიღწევის გზებზე, ასევე წამოჭრეს განათლების, რეგიონებში ქალების პრობლემების საკითხები, რომლებიც მათ ხელს უშლის კარიერის გაკეთებაში; პატიმარი ქალების პრობლემები, კულტურის სფეროსა და საკანონმდებლო ნორმებში არსებული პრობლემები, რომლებიც დაბრკოლებებს უქმნის სტუდენტებსა და მოზარდებს ცხოვრებაში.

უდავოა ფაქტი, რომ საქართველოში იშვა ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლისთვისაც ანგარიშის გაწევა მოუწევს ყველას,  მათ შორის - ხელისუფლებას. ამასთან „ქალური ფაქტორი“, საქართველოში ტრადიციულად განსაკუთრებული, პატივსაცემი დამოუკიდებულებისა სუსტი სქესისადმი, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ინარჩუნებს დამატებით ძალას. ამ ტრენდში კი ლიდერი დღეს, უდავოდ, ლალი მოროშკინას ორგანიზაციაა.

საქინფორმი მუდმივად აცნობებს თავის მკითხველს ამ ახალი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, რომელსაც მიზნად ქართული საზოგადოების საჭირბოროტო საკითხების პრობლემების გადაჭრა დაუსახავს, და ასევე, უსურვებს ლალი მოროშკინას და მის ერთგულ თანამოაზრეებს დიდ წარმატებებს!

lali-1 lali-2
lali-3 lali-4
lali-5 lali-6
lali-7 lali-8
lali-9 lali-10
lali-11 lali-12
lali-13 lali-14
lali-15 lali-16
lali-17 lali-18
lali-19 lali-20
lali-21 lali-22
lali-23 lali-24
lali-25 lali-26
lali-27 lali-28
lali-29 lali-30
lali-31 lali-32