პუბლიკაციები
ბიძინა ივანიშვილი: „თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა კარგი პრეცედენტია“
bizinaa-polit-2-analit-5საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. როგორც ბიძინა ივანიშვილმა "GDS" -ის გადაცემა "2030"-ში ეთერში განაცხადა, საქართველოს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები ნორმალურია პროცესია.
„ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მსგავსი პროცესები პარლამენტთან არ თანხმდებოდა. პარლამენტმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ესეც ნორმალური პროცესია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა კარგი პრეცედენტია. „ხიდაშელის დანიშვნა კარი პრეცედენტია ბევრი მნიშვნელობით. ის, რომ ქალბატონია, ევროპაში ამის პრეცედენტი იყო და საქართველომაც მოახერხა ეს და ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა ამ კუთხით. ჩვენ ისტორიასაც თუ გადავხედავთ, დაწყებული თამარ მეფიდან როგორი ისტორია გვაქვს ჩვენ, ჩვენ ევროპულობას გაუსვამს ხაზს, რომ ჩვენ ჩვენ ოჯახში დაბრუნებას ვაპირებთ", - აღნიშნა, კერძოდ, ყოფილმა პრემიერმა.