„დასავლეთელ პოლიტიკოსებს 9 მაისს მოსკოვში ჩამოსვლისა შეეშინდათ!“ - ლავროვი
საქართველო, 4 მაისი,
საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
სერგეი ლავროვმა დაასახელა მიზეზები. რომელთა გამოც დასავლეთელმა ლიდერებმა 9 მაისს მოსკოვში ჩასვლაზე უარი თქვეს. ამის შესახებ მან პროგრამა „
მნენიე“-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ზოგმა იდეოლოგიური მოსაზრებებით თქვა უარი, სცადა რა ეს წმინდა დღეც რუსეთის შეკავებისა და იზოლაციის მისეულ ხაზში მოექცია; სხვებმა მათ მიბაძეს; ზოგსაც - შეეშინდა“, - განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა.