სამართალი
საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. 1 მაისს „სიტი პარკის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები საქალაქო სასამართლოში არიან გადაყვანილნი და სასამართლო პროცესს ელიან.
პარტია 2 დღის მანძილზე ლიდერთა უკვე მეორედ დაკავებას პოლიტიკური დევნად აფასებს.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებთან ერთად დაკავებულნი არიან მშვიდობიანი აქციის მონაწილე უპარტიო მოქალაქეები: ემზარ ბაქრაძე, შორენა ქიქოძე, გია გელაშვილი. პარტია მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, ვინც მონაწილეობას იღებდა „სიტი პარკის“ ბანდიტური ჯგუფის წინააღმდეგ გამართულ მანიფესტაციაში და უკანონოდ დაკავებულ მომიტინგეებს სრულ თანადგომას ჰპირდება.