რაც შეეხება იმას, თუ რომელი ქვეყნის მერ წარმოებულ საკვებ პროდუქტებს ენდობიან თბილისელები ყველაზე მეტად და პირიქით, რომელი ქვეყნის მიერ წარმოებული პროდუქტების შეძენისგან შეიკავებდნენ თავს, პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: მართალია ყველაზე სანდო საკვების მწარმოებელ ქვეყნებს შორის გერმანია ლიდერობს (56%), საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყოველი მეორე თბილისელი (54%) ენდობა ქართული წარმოების საკვებ პროდუქტებსაც. თბილისელებისათვის ყველაზე ნაკლებად სანდო თურქული და ჩინური წარმოების საკვები პროდუქტებია.
შენიშვნა: რესპონდენტებს შეეძლოთ დაესახელებინათ სამი ქვეყანა; შესაბამისად, პასუხების ჯამი აღემატება 100%. გამოკითხვა ჩატარდა 419 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2015 წლის მარტში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.
გამოკითხვა ჩატარდა ექსკლუზიურად ინტერნეტ ჟურნალისთვის - „მარკეტერი“.