აქტუალური
ის გამარჯვებამდე 5 დღით ადრე გარდაიცვალა! იმ დღეს თბილისში სააკოვის ეშმაკები დაჰქროდნენ და გეორგიევკის ლენტებს გლეჯდნენ…

rezo-akt-3საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. 3-დან 4 მაისს ღამეს შეწყდა დიდი რეზო ჩხეიძის გულისფეთქვა - „ჯარისკაცის მამის“ 88 წლის ავტორი დიადი გამარჯვების 70 წლისთავამდე 5 დღით ადრე გარდაიცვალა... ამავე დღეს მის მშობლიურ თბილისში დაჰქროდნენ სატანა სააკოვის ნაშიერები და რუსეთიდან ჩამოსული სტუმრების - რუსი ბაიკერების მოტოციკლეტებიდან გეორგიევსკის ლენტებს გლეჯდნენ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: „მწუხარებას გამოვთქვამ დიდი რეჟისორის - ბატონი რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამ. რეზო ჩხეიძის შემოქმედებას, მის ნიჭიერებას მსოფლიო იცნობს. ჩვენთვის ის განსაკუთრებით ძვირფასი და საამაყო ადამიანი იყო. ბატონმა რეზომ დაგვიტოვა არაერთი კინოშედევრი. მან შექმნა დაუვიწყარი სახეები. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს "ჯარისკაცის მამა" , შეუძლებელია მისი შემოქმედების თანაზიარი არ გამხდარიყო

სამწუხაროა, რომ ჩვენგან წავიდა ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კინოს ფენომენის შექმნაში და თავისი კვალი დაამჩნია თითოეული ჩვენგანის სულს. ვუსამძიმრებ ბატონი რეზოს ოჯახს, მის ახლობლებს, მთელ საქართველოს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნება რეზო ჩხეიძის დამკრძალავი სახელმწიფო კომისია და დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს მთავრობა.