“პრეზიდენტმა შური კი არ იძია, პრეზიდენტმა გადაარჩინა სიტუაცია არაკონსტიტუციური რეჟიმის შექმნას. თქვენ ხომ იცით, რომ მთავრობა წავიდა ამ დილით პარლამენტში დასამტკიცებლად, ანუ აუარა გვერდი საქართველოს კონსტიტუციას, აუარა გვერდი პრეზიდენტს და თვითნებურად გადაწყვიტა პარლამენტმა და მთავრობამ, რომ ეს დამტკიცება მომხდარიყო , ვითომ არაფერი. ამ დროს მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის ნორმები და ვინც გადაუხვევს ამ ნორმებიდან, ის ითვლება ამბოხებულად, შეთქმულად, გადამტრიალებლად და ა.შ. ამიტომ ამ დემოკრატიულ საფრთხეს, რომელიც ქვეყნის წინაშე იდგა, წინ აღუდგა პრეზიდენტი და თქვა- ამ მომენტიდან ამოქმედდა კონსტიტუციის ის ნორმები, რომლებიც პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ იმოქმედოს და პრეზიდენტმა დაიწყო მოქმედება. ამით შეიცვალა ის, რომ უკვე პრეზიდენტის ნების გარეშე მთავრობის საკითხს ვერ განიხილავს საქართველოს პარლამენტი.”
რაც შეეხება ბრძანებას, რომელიც ღარიბაშვილმა მინისტრების დანიშვნის შესახებ გამოსცა, ვალერი გელბახიანი თვითნებობად აფასებს და კითხვაზე, ხომ არ არის შესაძლებელი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების გამო, მომავალში უკვე დანიშნუოლმა მთავრობამ შური იძიოს და ის ავლაბრის რეზიდენციიდან გამოასახლოს, გელბახიანი ამბობს:
“ეს თვითნებობაა და ამისთვის მინისტრები შესაძლოა პასუხისგებაშიც მიეცნენ. დანიშვნის უფლება მას არ გააჩნია, ახლა ყველა მოვალეობას ასრულებს, ეს თავის დროზე შეფასდება, მიეცემა ამას იურიდიული კვალიფიკაცია და მიხვდებიან რა მოვლენა შექმნეს საკუთარი ხელით. ეს ქმედება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. რა დროს სასახლიდან გამოყვანაა ეხლა, ამ ერთ კვირაში თქვენ იხილავთ, აუტალახებენ პრეზიდენტს კარებს ოღონდ პრეზიდენტმა ხელი მოუწეროს და სასახლეს მეორეს აუშენებენ”, - განაცხადა “პირველ რადიოსთან” საუბარში ვალერი გელბახიანმა.