თბილისის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი წესდება

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების თანახმად, პირი, რომელიც მიწის ნაკვეთს მიწათსარგებლობის უფლების გარეშე დაეპატრონება, 2000 ლარით დაჯარიმდება, ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში - 3500 ლარით. ამასთან, კანონპროექტი ადმინისტრაციულ სასჯელს თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოუვლელობის, დაზიანების, თვითნებურად გაჩეხვისა და გადატანისთვისაც ითვალისწინებს.
აღნიშნული სამართალდარღვევისთვის 500-ლარიანი, ხოლო მისი განმეორების შემთხვევაში 1000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. საპარლამენტო კომიტეტებში "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა უკვე დაიწყო.