პოლიტიკა
„საქართველოში ნეპოტიზმმა და რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს - საქართველოს თავდაცვის მინისტრად აშშ-მა რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი - პარლამენტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი უსუფაშვილის მეუღლე დანიშნა!“

pol-4-anსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. დღეს, დილის 10 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე  მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა. გარდა ორი - სპორტისა და ახალგაზრდობის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისა, რომლებიც ორი დღით ადრე გადადგნენ, ცვლილებები შეეხო მესამე - თავდაცვის მინისტრსაც. ეკოლოგიის მინისტრად დაინიშნა „რესპუბლიკელი“, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი, სპორტის მინისტრად - "იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტი და საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მფლობელი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრად კი დაინიშნა საქართველოს მთავარი რესპუბლიკელი, პარლამენტარი და პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე თინა ხიდაშელი.