პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: „ერთადერთი სწორი გამოსავალი იქნება, რომ თავად დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი, არაფორმალურ მმართველობას დაუსვას წერტილი და მიიყვანოს ქვეყანა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე!“ - მთავრობა გადადგა

polit-1-analit-6საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. რაკიღა სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი მეშვიდე მინისტრია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტიდან წავიდა, ამიერიდან მთელი მთავრობა გადამდგარია და მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები არიან. იწყება ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირების პროცესი.

"თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ერთადერი სწორი გამოსავალი შექმნილ ვითარებაში ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება იქნება.  „თუკი იგივე მთავრობის თავმჯდომარე დარჩა, მაშინ... არასერიოზული ბასტი-ბუბუ ჩვენს მთავრობაში გარძელდება და ეს არ დაეტყობა ჩვენს ეკონომიკის გაჯანსაღებას. ერთადერთი სწორი გამოსავალი იქნება, რომ თავად დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი, არაფორმალურ მმართველობას დაუსვას წერტილი და მიიყვანოს ქვეყანა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, შემდეგ უკვე გადაწყვეტილებას საქართველოს მოსახლეობა მიიღებს“, - განაცხადა ალასანიამ.