ტრენინგში მონაწილე მასწავლებლებმა აღნიშნეს ის მომენტები, რომლებიც მათ განსაკუთრებულად მოეწონათ. „კარგია, რომ ვასწავლით ბავშვებს, როგორ იმუშაონ სხვადასხვა მედიის წყაროებთან. ისინი ისწავლიან ინფორმაციის სწორად აღქმას, სიმარტლის სიცრუისგან გარჩევას - იმ საბაზო ცოდნის საფუძველზე, რომლებსაც სკოლებში იღებენ“, - აცხადებენ ტრენინგის მონაწილენი.
„ამ მეთოდიკის გამოყენება სხვა გაკვეთილების დროსაც შეიძლება, რადგან ის საშუალებას აძლევს ბავშვებს, დამოუკიდებლად გააანალიზონ ესა თუ ის სიტუაცია ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების საფუძველზე“, - დასძინა სხვა მასწავლებელმა.
პროექტის უკვე მეორე ეტაპზე მასწავლებლები ჩაატარებენ მეცადინეობას „ნატო და საქართველო“. ასევე დაგეგმილია მოსწავლეთა და მასწავლებელთა გამგზავრება თბილისსა და გორში, სადაც მათ სხვადასხვა შეხვედრას მოუწყობენ. პროექტის ფარგლებში გამოცხადებული იქნა ნახატების კონკურსი „ჩემი თვალით დანახული ნატო“ და თხზულება „წერილი ჯარისკაცს“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 10 სკოლაში. პროექტის დასასრულს გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მოსწავლეთა 200 ნახატი, საიდანაც 20 საუკეთესოს შეარჩევენ. ასევე შეირჩევა 20 საუკეთესო „წერილი ჯარისკაცს“. საუკეთესო ნახატებისა და წერილების ამსახველი ღია ბარათები საჩუქრად გადაეცემათ სამხედრო აკადემიის კურსანტებს, ასევე გაეგზავნებათ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ. 10 სკოლიდან პროგრამისთვის შერჩეული მოსწავლე სამხედრო აკადემიაში გაემგზავრებიან იქ სწავლის პროცესის გასაცნობად, რის შემდეგაც ინფორმაციას თავის სკოლებში გაუზიარებენ.
„ახალქალაქის საინფორმაციო ცენტრის - „საქართველო - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, ოფისი უკვე გარემონტებულია და მალე გაიმართება მისი გახსნა. ამჯერად ტრენინგის ჩასატარებლად სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიამ თავაზიანად დაუთმო მონაწილეებს საკონფერენციო დარბაზი“, - განაცხადა სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მუნიციპალური მედიის წარმომადგენელმა.