პუბლიკაციები
კიევური გარიგების სკანდალური დეტალები – „დავით, შენ ხომ იცი მარგველა ჩვენთანაა და თავის სიტყვას საჭირო მომენტში იტყვის“

anal-axali-mtსაქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. უკრაინული მედია სააკაშვილის, ხიდაშელისა და უსუფაშვილის საუბრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლის, სერგეი კირნიკის მიერ გაკეთებულ სკანდალურ ჩანაწერს აქვეყნებს. უკრაინულ გამოცემა slovo.net.ua–ს აღნიშნული ჩანაწერი თავად სერგეი კირნუკიმ მიაწოდა, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილის, ხიდაშელისა და უსუფაშვილის დიალოგს ესწრებოდა და მათი საუბარი ჩაიწერა, ამის შემდეგ კი ჟურნალისტებს მიაწოდა. slovo.net.ua–მ საუბრის შემოკლებული ვარიანტი საკუთარ ვებპორტალზე განათავსა, რომელსაც გთავაზობთ:

 „უკრაინის პრეზიდენტის აპარატის თანამშრომელი სერგეი კირნუკი, რომელიც უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალურად მიამაგრეს, აცხადებს, რომ დავით უსუფაშვილმა პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკთან შეხვედრის შემდეგ, მას პრეზიდენტის აპარატში მიყვანა სთხოვა. მისი თქმით, უსუფაშვილის თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოდან ჩასულ დლეგაციას გამოეყვნენ და ისინი ლიუტერანსკაიას ქუჩის 17 ნომერთან მიიყვანა. კირნიკის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში მათ მიხეილ სააკაშვილი და დაბალი, მელოტი, სპორტული აღნაგობის მამაკაცი ელოდებოდათ. სააკაშვილმა გულმხურვალედ გადაკოცნა უსუფაშვილი და მისი ცოლი. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის თანამშრომელმა სააკაშვილის, უსუფაშვილისა და ხიდაშელის საუბარი ფარულად ჩაიწერა და ჩანაწერი შემდეგ უკრაინულ მედიას მიაწოდა.

სააკაშვილი:

დათო აწი ყველაფერი კარგად იქნება. მე საქმეში სხვა ხალხი ჩავრთე და ის შეცდომები, რომლებიც დებილებმა გიგიმ და გივიმ დაუშვეს აღარ განმეორდება. 50 ათასი არ იქნება პრობლემა, გაცილლებით მეტი იქნება. ხომ ხედავ, ჩვენი პროექტი რეგიონებში უკვე მუშაობს, მთელ ხალხს გამოვიყვანთ.

უსუფაშვილი:

– ბატონო მიშა, თქვენ გესმით, რომ ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებული ბიძინას ფინანსებზე.

სააკაშვილი:

დაიცადე, დაიცადე დავით, მე ხომ ვთქვი, რომ ფინანსური საკითხები აქ გადაწყვეტილი მაქვს და თქვენ რასაც შეგპირდით გავაკეთებ.

ხიდაშელი:

– ბატონო მიხეილ ჩვენ კონკრეტულად უნდა ვიცოდეთ აქ რისკი დაუშვებელია და საერთაშორისო მხარდაჭერაც აუცილებელია.

სააკაშვილი:

თინა შენ მოვლენებს ყოველთვის წინ უსწრებ. ამერიკელებმა თქვენ უკვე გაგაფრთხილეს და საელჩოც თქვენთან კონტაქტშია. იმ ანგარიშებზე, რომელიც თქვენ გადმოგვეცით, 100–პარასკევს შევაგდებ და 30–ყოველ თვე გადმოგიგზავნით, კიდევ 60 ათასს მიიღებთ თბილისში. ჩანაფიქრის განხორციელების შემდეგ, დათო პარლამენტის თავმჯდომარედ დარჩება, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი შენი იქნება თინა.

ხიდაშელი:

– კარგი, ეს ჩვენ გვაწყობს, მაგრამ თუ თქვენ ხალხს ვერ გამოიყვანთ, ჩვენ არ ვიმოქმედებთ, არ ჩავერთვებით და ფულსაც არ შვეხებით.

სააკაშვილი:

დაიცადე თინა! დათო ეს რა კონიაკია? ასეთი არ მინახავს.

უსუფაშვილი:

– ეს ენისელის სპეციალური სასაჩუქრე ჩამოსხმაა. თქვენთვის წამოვიღეთ.

სააკაშვილი:

დიდი მადლობა, ძალიან საონტერესოა, მაგრამ მოგვიანებით გავხსნი. „ხოხოლებს" გავუმასპინძლდები, ალკოჰოლი აქ მალე მთავრდება.

უსუფაშვილი:

– რა თქმა უნდა, მე თქვენ კიდევ გამოგიზავნით ღვინოს და კონიაკს, თელავში ჩვენებს ქარხანა აქვთ.

სააკაშვილი:

მადლობა დავით, შენ ხომ იცი მარგველა ჩვენთანაა და თავის სიტყვას საჭირო მომენტში იტყვის.

უსუფაშვილი:

– კი გიორგისთან კოორდინაციაში ვართ.

სააკაშვილი:

აქამდე როგორ უთმენთ ამ გაუნათლებელ სოფლელს დათო?

უსუფაშვილი:

– ბატონო მიშა, ის სხვა პლანეტაზეა, თავისი ტელეპროგრამით ერთობა.

სააკაშვილი:

დავით, ხო ვუყურებ და ბევრს ვიცინი. მისმინეთ, მოკლედ ჩვენ მალე გადავწყვეტთ, აქცია 26 მაისს გაიმართება თუ მოგვიანებით. 26–ში ბურჯანაძე და სხვები დაიწყებენ ლაყბობას და შეიძლება ხელი შეგვიშალონ. ჩვენ გამოვითვლით და შეგატყობინებთ. მთავარია ველაფერის ისე გავაკეთოთ, როგორც მოვილაპარაკეთ. თქვენ უნდა იყოთ ხალხთან და ხალხს ჩვენ წარვმართავთ იქ სადაც საჭიროა. ამ გაუნათლებელ დებილებს ცოტა დარჩათ. ყველა ვირთხებივით გაიქცევა და ეს პინგვინი ვერ გაფრინდება!"

წყარო: http://interfactnews.ge/index.php/politika/10518-89-45-34-21-89-45-89

anal-geo-1
anal-geo-2