უცხოეთი
აშშ-ის მეზღვაურებს ქალის ფეხსაცმელი ჩააცვეს!“ – КП

zarub-3-MT-Geoსაქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. გაზეთი კომსომოლსკაია პრავდა: „აშშ-ში სკანდალი ატყდა სექსუალურ ნიადაგზე. ცენტრალური გაზეთები აჭრელებულია უცნაურ ფეხსაცმელში გამოწყობილი სამხედრო მოსამსახურეების ფოტოებით. ჯარისკაცები ხალხმრავალ ქუჩაში ქალის წითელი ფეხსაცმლით მარშირებენ. ისინი აშშ-ის სხვადასხვა ქვედანაყოფის წარმომადგენლები არიან, რომლებიც სწავლების კურსს არმიის სკოლაში, ფორტ ლეონარდ ვუდსში გადიან (მისურის შტატი). ამ კოლეჯში, თადარიგის ოფიცრებთან ერთად,  ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული თავდაცვის სწავლების პროგრამას გადიან აშშ-ის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა მთელი შემადგენლობა.

რამ აიძულა ყოჩაღი მებრძოლები (ფოტოზე სწორედ მეზღვაურები არიან გამოსახული), რომლებიც შიშს ზარს სცემენ ავღანეთისა და ერაყის მშვიდობიან მოსახლეობას, თავისი მოსახერხებელი ფეხსაცმელი ქალის ფეხსაცმლით შეეცვალათ?

როგორც აღმოჩნდა, ყოველწლიურად, აპრილსა და მაისში, უქმეებზე, ამერიკელი ფემინისტები აიძულებენ თავის მამაკაცებს, ქალაქში ერთი მილი მათი ძველი ფეხსაცმლით გაიარონ. აქციის დროს ისინი შეწირულობას აგროვებენ მამაკაცთა ძალადობის მსხვერპლთათვის. აღმოჩნდა, რომ ამ ღონისძებას, უკვე მეორე წელია, აქტიურად უჭერს მხარს აშშ-ის ბრიგადის გენერალი პეგი კომბსი, რომელიც ფორტ ლეონარდ ვუდსში არმიის სკოლას ხელმძღვანელობს.

zarub-3-qvemot