„კიევმა ოდესის ტრაგედიის გამოძიების ამსახველი არქივების განადგურება ბრძანა!“
საქართველო, 29 აპრილი,
საქინფორმი. News Front-ის განკარგულებაში, უკრაინის შსს-ს თანამშრომლის (უკვე ყოფილის) წყალობით,
ოდესის ტრაგედიის გამოძიების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა აღმოჩნდა. შსს-ს ექსთანამშრომელმა განაცხადა, რომ ამ არქივის შეგროვებისას მათ ხელში ჩაუვარდათ ოპერატიული ფოტო და ვიდეომასალები, რომლებიც დანაშაულის სურათის აღდგენასა და უმაღლეს დონეზე გამოძიების ჩატარებასა და რეალური დამნაშავეების დასჯის საშუალებას იძლეოდა.
გამოძიების გარკვეულ ეტაპზე კიევის ბრძანებით დოკუმენტები გაანადგურეს, მასალები ყველგან წაშალეს, თუმცა მან მოასწრო მათი შენახვა და მშვიდ ტერიტორიაზე გატანა.
ნიუს ფრონტისთვის გადაცემული მასალები საფუძვლად დაედება დოკუმენტურ ფილმ-გამოძიებას, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იხილავს დღის სინათლეს.