პუბლიკაციები
სააკაშვილის ტრადიციები უკრაინაში გრძელდება - პავლიკ მოროზოვი ქალაქ ოდესიდან...

tradic-zar-1-anსაქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. ჰებელსისეულ განათლებას უკრაინაში უკვე თავისი ნაყოფი მოაქვს. „მებრძოლი სეპარატისტების“ გამოვლენასა და დაჭერაზე ორიენტირებული პატრიოტები პროვოკატორებსა და მოღალატეებს არა მარტო სამსახურებში,  სოციალურ ქსელებსა და  მაღაზია-აფთიაქებში, არამედ თავის ოჯახურ წრეებშიც ეძებენ. როგორც გაირკვა, პავლიკ მოროზოვის უნარ-ჩვევები ძალიან მალე იჩენს თავს.

მაგალითად, ოდესაში ნორჩმა სტუდენტმა, რომელმაც სადარბაზოში წაიკითხა ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოავლინოს სეპარატისტი, დაასმინა მამამისი და შეგროვებული ინფორმაცია სადაც საჭიროა, იქ გადასცა, ანუ უკრაინის უშიშროების საბჭოში. სწორედ იქ მუშაობენ დღე და ღამე ცხელი ხაზი და საკონსულტაციო პუნქტები დამსმენებისა და ჩამშვებებისათვის. ახალგაზრდა კაცი აღაშფოთა იმან, რომ მამამისმა კიევის ხელისუფლებას ანტისახალხო და ებრაული უწოდა. ასევე მამა სამზარეულოში პრეზიდენტ პოროშენკოს პოლიტიკას აკრიტიკებდა.

ამის ატანა მაიდანის აქტივისტის გულმა ვერ შეძლო: ალექსანდრემ მამამისის ნათქვამი დიქტოფონზე ჩაწერა და ორგანოებში მიიტაანა, რის შემდეგაც კაცი დააკავეს. მას ადანაშაულებენ სეპარატიზმში, რისთვისაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.